რიგგარეშე სესია

პრეზიდენტი რიგგარეშე სესიაზე: მადლობა ზრუნვისთვის, ზეწოლის გარეშე მოვაწერე ხელი

ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს პარლამენტში საგანგებო სესიის მოწვევას და მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა ისიც ნათელი იყოს, რომ არცერთი ბულინგისა და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს და მემგონი, რომ ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში თუ 7 თვეში თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია. გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტებიც და კომისიებიც გამართლებულია. მე მოვუწოდებ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია დროულად მივიღოთ. ყველა ის საკითხი და პირველ რიგში დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად ყოფნით, დიალოგითა და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ. არავის აქვს უფლება, რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.

კომენტარები