რიგგარეშე სესია

სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან.

სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ 13 ივლისს მიმართა. ოპოზიციის წევრებმა ქართულ ოცნებასაც მიმართეს, სხდომაში მონაწილეობაზე უარი არ თქვან.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლელო
  • რესპუბლიკური პარტია
  • საქართველოსთვის
  • სტრატეგია აღმაშებელი

დამოუკიდებელი დეპუტატები:

  • არმაზ ახვლედიანი
  • შალვა შავგულიძე
  • თამარ ჩარკვიანი
  • თამარ კორძაია
  • სალომე სამადაშვილი
  • დავით ბაქრაძე

კომენტარები