რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: ეკონომიკური სანქციებით ევროპამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება

უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით საკუთარ თავს "ფილტვებში ესროლა" და ახლა სული ეხუთება. 

"თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენ თავს მხოლოდ ფეხში ვესროლეთ, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება". – თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა შეცდომა დაუშვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას, ვინაიდან მისი თქმით, ეს უკრაინას არ ეხმარება, სამაგიეროდ ევროპის ეკონომიკას ანადგურებს.

"სანქციები უკრაინას არ ეხმარება, თუმცა, ისინი ზიანს აყენებენ ევროპულ ეკონომიკას და თუ ეს ასე გაგრძელდა, საერთოდ მოკლავს ევროპულ ეკონომიკას. აუტანელია, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. სიმართლის დრო უნდა დადგეს ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სანქციების პოლიტიკა მცდარ ვარაუდებზე იყო დამყარებული და ის შესაცვლელია". – ამბობს ორბანი.

კომენტარები