Starlink-ი საქართველოში

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის STARLINK-ს ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის კუთვნის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვილობილ კომპანიას - Starlink Georgia-ს საქმიანობის დაწყების უფლება მიეცა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, "ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს".

Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ინტერნეტ სისტემაა, რომელიც  მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს უზრუნველყოფს, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.  

კომენტარები