ილონ მასკი

TWITTER ილონ მასკს სასამართლოში უჩივის

Times

სოციალური ქსელი Twitter ბიზნესმენ ილონ მასკს სასამართლოში უჩივის. კომპანიას სურს სასამართლოს ძალით შეაძენინოს Tesla-სა და Space X-ის ხელმძღვანელს Twitter.

2022 წლის 5 აპრილს Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა, შენაძენმა ის კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცია. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მასკი Twitter-ის სრულად ყიდვას აპირებს. მილიარდერი სოციალური ქსელის შესაძენად $43.4 მილიარიდ დოლარის გადახდას აპირებდა. 

9 ივლისს მასკმა Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა და კომპანიასთან $44 მილიარდიანი შეთანხმება შეწყვიტა. მილიარდერის თქმით სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა მას კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა მხოლოდ ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გარკვეული მონაცემები სრულად არ მიაწოდეს, ამის გამო მასკმა ტვიტერის შეძენა გადაიფიქრა.

კომპანიის წარმომადგნლების თქმით მასკი ამ ნაბიჯით კომპანიის განადგურებას ცდილობს, ვინაიდან Twitter-ის საბირჟო ღირებულება მკვეთრად დაეცა, ხოლო შეძენამდე ბაზებზე წვდომა ბიზნესმენს კონკურენტი კომპანიის შექმნის საშუალებას აძლევდა.

კომენტარები