ილონ მასკი

ილონ მასკი Twitter-ს აღარ შეიძენს, იგი კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს

ილონ მასკი
Jonathan Newton/The Washington Post

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესლას აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი Twitter-ს აღარ შეიძენს, რადგან მისი მტკიცებით, მეორე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. 

მასკის ადვოკატებმა Twitter-ის გუნდს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ ილონ მასკი კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს. 

ტესლას აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გარიგებაზე უარის თქმის უფლება აქვს, რადგან Twitter-ის წარმომადგენლებმა მას კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გარკვეული მონაცემები სრულად არ მიაწოდეს.

კომენტარები