რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ს რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ქონება აქვს დაყადაღებული

ევროკავშირის იუსტიციის კომისრის, დიდიერ რეინდსერსის თქმით, ევროკავშირმა დღემდე რუსულ კომპანიებს, რუს ოლიგარქებს და უკრაინაში ომის გამო სანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღა.

რეინდერსის თქმით, იუსტიციის დაყადაღებული ქონების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ევროკავშირის 5 ქვეყანაში ჩამოერთვათ. ამის გამო, რაინდერსი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"ამ მომენტისთვის, ჩვენ გაყინული გვაქვს ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების, 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ". - თქვა რეინდერსმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამჟამად ე.წ. შავ სიაში 98 კომპანია და 1 160-მდე ფიზიკური პირი ჰყავს შეყვანილი.

კომენტარები