სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა: გვსურს იაპონიასთან ურთიერთობის რაც შეიძლება მალე გაუმჯობესება

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაკ ჯინის თქმით, სამხრეთ კორეის ახალ ადმინისტრაციას სურს იაპონიასთან ურთიერთობის რაც შეიძლება მალე გაუმჯობესება.

პაკმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი იყო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, თუმცა, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, შეხვედრა დროებით გადაიდო.

"როგორც იცით, პრეზიდენტ იუნის ადმინისტრაციას სურს იაპონიასთან რაც შეიძლება მალე ურთიერთობის გაუმჯობესება, ამიტომაც, თუ შინძო აბეს მემორიალური სერვისი გაიმართება, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, რათა გადასცეს პრეზიდენტის სამძიმარი. [...]ჩვენ გვქონდა საუბარი ჩემ იაპონაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, შემდეგ იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინზო აბეს შოკისმომგვრელ მკვლელობას ჰქონდა ადგილი". – თქვა პაკმა.

პაკის თქმით, სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებით შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ახალი დისკუსიის დაწყება.

"დამატებით, თუ საუბარი სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის გააქტიურდება, მხარეებს შეეძლებათ ჩრდილოეთ კორეის საკითხზე სიღრმისეული დისკუსიის წარმოება, მათ შორის ტრილატერალური შეხვედრებით აშშ-ს მონაწილეობით". – თქვა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

კომენტარები