საქართველო-აშშ

წილოსანი დეგნანზე: უფრო მისაღები იქნება, თუ კითხვებზე ობიექტური პასუხი იქნება გაცემული

უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან იმ დესტრუქციულ თუ რევოლუციურ სცენარებს, რომლებიც, შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 8 ივლისს ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

კომენტარები