საქართველო-აშშ

ბოკერია კობახიძეზე: ივანიშვილის რეჟიმი ღიად გადავიდა ანტიამერიკულ, პუტინისტურ რიტორიკაზე

ივანიშვილის რეჟიმი უკვე ღიად გადავიდა ანტიამერიკულ, პუტინისტურ რიტორიკაზე, ერთადერთი გზა ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად ამ ოლიგარქიული რეჟიმის არჩევნების გზით მოშორებაა. ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნება წლებია ამ გზაზე დგას – თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებისა და პუტინისტებთან შეკვრის. პუტინიზმის წახალისებითაა დაკავებული პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიგნით, მაგრამ ლოგიკურად ეს გზა რაღაც ეტაპის შემდეგ მიდის ყველაზე ცუდ და ყველაზე უფრო ღია გამოვლინებამდე. ახლა სწორედ ამას ვხედავთ.

[...] მარტივი პასუხია ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპული დასავლური მომავალი, რომ ეს ხალხი ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჩვენი თავისუფლება უსაფრთხოება და ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი. ეს რეჟიმი თუ არ მოვიცილეთ მშვიდობიანად, ჩვენ არ გვექნება შანსი ამ ისტორიულ ეტაპზე, რომ გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების ლიდერ ირაკლი კობახიძის სიტყვებს საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შესახებ.

კომენტარები