თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე. ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის? საგარეო მიმართულებით ის არის ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ. ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს, ნუ უსმენთ არახამიასა და მსგავს ტიპებს.
tbl.ge/62ir
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, რითიც ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.
ამავე თემაზე
- კალაძე: არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო
- პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებებისადმი
- არახამია ოცნებას: თუ ნორმალიზება გსურთ, დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან
- პაპუაშვილი: გვერდში დგომის საპასუხოდ, უკრაინისგან შეუსაბამო ნაბიჯებს ვიღებთ
- ზელენსკი ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს