თბილისის მერია

თბილისის მერია გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ეს ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ფილები დანგრეული და განადგურებულია, არის მწვანე სივრცეების ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებულ ბაღში რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეები. ახალი ხე-მცენარეები განთავსდეს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდეს, თავისი განათებებით. ასევე, საპარკო ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ სივრცეს მოიხმარს, ძალიან მოეწონება". - თქვა კალაძემ.

კომენტარები