დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 27 ივნისი-3 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 63 443 ტესტი და დადასტურდა 2 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%. ქვეყანაში 2 550 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 662 299 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 643 579 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 844.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.