ევროპული საქართველო

ბოკერია: რაც შეიძლება ბევრს უნდა ავუხსნათ, ივანიშვილთან ერთად თავისუფლების შანსი არ გვაქვს

უნდა ავუხსნათ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ მოქალაქეს, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის პირობებში საქართელოს შანსი არ აქვს თავისუფლების სამშვიდობოს გასვლის და ჩვენი ევროპული იდენტობის შენარჩუნების, უსაფრთხოებისა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, რომც შემთხვევით გაგვმართლოდა ან გაგვიმართლოს სხვა ფაქტორების გამო და კანდიდატობა მიგვეღო, მაგრამ ეგეც არ არის საკმარისი, რადგან საბოლოო ამოცანა არის სრული ტრანსფორმაცია ნორმალურ ლიბერალურ-დემოკრატიად, პუტინის გავლენისგან მთლიანად გათავისუფლება და საფრთხის აღკვეთა. ეს შეუძლებელია პუტინისტურ კოლაბირაციონისტული რეჟიმის პირობებში. ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ვისაც სურს თავისუფლება, საქართველოს უსაფრთხოება, ევრო-ატლანტიკური მომავალი და ჩვენი დასავლური ამოცანის შესრულება, უნდა გააცნობიეროს, რომ მის სამოქალაქო აქტივობაზე არის დამოკიდებული და ამის აუცილებელი პირობა არის ივანიშვილის ჩამოცილება და შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის აშენება. ამას სჭირდება სახლში არ დარჩენა და მზაობა, როგორც არჩევნებში მონაწილეობისა, ასევე არჩევნების მიღმა სამოქალაქო მშვიდობიანი აქტივობისა, რომელიც საჭირო გახდება, თუ გვინდა არჩევნებს მივაღწიოთ, იმ პირობებში, როცა რეჟიმს კონტროლი აღარ ექნება. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები