რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. 

ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა BBC World Service-თან და BBC Radio-Newshour-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ტრუხანოვის თქმით, უკრაინა დიდი ბრიტანეთისა და მისი პრემიერმინისტრის უწყვეტ მხარდაჭერას ძალიან აფასებს. ტრუხანოვი აღნიშნავს, რომ თუკი სხვა ქვეყნებიც ბრიტანეთს მიბაძავენ, უკრაინა ოკუპანტების დამარცხებას შეძლებს. 

"აქედან გამომდინარე, ხელი მოვაწერე ბორის ჯონსონის გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნით დაჯილდოების ბრძანებას". - თქვა ტრუხანოვმა.

კომენტარები