თავდასხმა ვატო წერეთელზე

კობახიძე: ვატო წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, ესაა და ეს

თქვენ იცით ამ ინციდენტის დეტალები, ყველამ იცის, რა როგორ მოხდა, ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი, ეს არის ძალიან სამწუხარო, რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, ეს არის და ეს. კანონისა და ეთიკის ფარგლებში და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი.

რა თქმა უნდა, მანდატების დატოვებაზე საუბარი აბსურდია, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები