NCDC-ს რეკომენდაციები

NCDC-ის რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

  • თუკი თავს შეუძლოთ გრძნობთ ან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი გახდა ცუდად, დააკვირდით სიმპტომებს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა;
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი;
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
  • თუ ვინმე თავს შეუძლოდ იგრძნობს, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე;
  • თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს;
  • სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსი ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება- დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

კომენტარები