თავდასხმა ვატო წერეთელზე

ოდიშარია ოხანაშვილზე: 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე

რამდენიმე კოლეგა მივდიოდით გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით, ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე, ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად, სამწუხაროდ შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარის. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა.

კომენტარები