რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს

polygraph.info

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი საერთაშორისო სამართალს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. 

"მომავალი მსოფლიო წესრიგი საფრთხეშია. ჩვენ დავუბრუნდებით საწყისებს და დავიცავთ გაეროს ქარტიის პრინციპებს, უპირველეს ყოვლისა - სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ქაოსში დიდი ხნით ჩაითრევა.

ჩვენი არჩევანი ნათელია - ჩვენ საერთაშორისო სამართალს ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამ პოზიციას ბელარუს მოკავშირეებთან და კიდევ სხვა მრავალ თანამოაზრესთან ერთად დავიცავთ, რომლებიც ჩვენს მიდგომებს იზიარებენ, რაც ბოლო ბრიქსის სამიტზე მიღებულ დოკუმენტებში დადასტურდა". - წერს ლავროვი Telegram-ზე. 

კომენტარები