რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი სანქციებზე: ასეთი მტრული ზომები შეიძლება შეფასდეს როგორც ომის საბაბი

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს აგრესიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ომის საბაბად.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ზომები შესაძლოა კვალიფიცირებული იყოს როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი და როგორც კაზუს ბელიც (ომის საბაბი) კი". – თქვა მედვედევმა. 

ამას გარდა, მედვედევმა სანქციებს "რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი შეზღუდვების ზომების თავხედური და ცინიკური პრაქტიკა" უწოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა და პარტნიორმა ქვეყნებმა მოსკოვს რიგი სანქციები დაუწესეს.

კომენტარები