ლელო

ჯაფარიძეზე თავდამსხმელები ოცნების დაქირავებულები არიან, ყველას აღვრიცხავთ – სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის Facebook გვერდი

ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა იმ ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძეს ყვარელში თავს დაესხნენ. სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ოთხივე ადამიანი ქართული ოცნების შტაბის წევრია.

"დღეს ეს "მოქალაქეები" თავს დაესხნენ ბადრი ჯაფარიძეს...

რისთვის? ოცნების პროპაგანდისტულმა არხებმა რომ ატრიალონ კადრები, როგორ არ უყვარს "ხალხს" ოპოზიცია.

ყველა გაიშიფრა, ყველა ოცნების დაქირავებულია - მომავალშიც ყველას აღვრიცხავთ. პასუხსაც აგებთ". - წერს სამადაშვილი.

დღეს, 20 ივნისს, ყვარელში ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, აგრესიული ჯგუფი დახვდა, რომელსაც მისი თქმით, ქართული ოცნების შტაბის წევრები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე შეადგენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ მომხდარზე ინფორმაციას გაარკვენენ.

კომენტარები