თბილისის მერია

კალაძე: მერია 2 და 3 ივლისს სამგორის რაიონში საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ

კახა კალაძე
ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებით, მუსიკალური პროექტი თბილისის ცის ქვეშ გრძელდება - კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.

"პროექტი თბილისის ცის ქვეშ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. 

თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია". - ამბობს კალაძე.

კალაძის სიტყვებით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა და მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.

კომენტარები