რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

 REUTERS/Anna Voitenko

უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნინის ცნობით, სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში კიდევ 36 ადამიანს ეძებენ. 25 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი 27 ივნისს დაბომბეს - შენობაში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. 

კომენტარები