რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2, დაშავდა – 20 ადამიანი

State Emergency Service Of Ukraine/Reuters

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კარილო ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა - 20. მისი თქმით, 9 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".

Economist-ის კორესპონდენტი, ოლივერ კეროლი კადრებს ავრცელებს, სადაც ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობს - "შენობაში ხალხია, კედლები კი ცვივა".

კომენტარები