საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – უპრეცედენტოა, როცა ბაზრები ინგრევა

ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, ფინანსთა მინისტრისგან მიღებული წინასწარი მონაცემებით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. გამოდის, რომ ხუთ თვეში ამ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად პრობლემაა ყველგან. უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, პირველ კვარტალში, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი გამყარებულია. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. 

რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს რაიმენაირად. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები