რუსეთი-ირანი

ირანი რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

Russian Foreign Ministry Press Service via AP

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მზაობა გამოხატა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ვიზის საჭიროება რუსი ბიზნესმენებისთვის გაუქმდება. 

"გამოვხატავთ სრულ მზაობას, ორმხრივად გამოვაცხადოთ ვიზების გაუქმება და გადავდგათ ამისთვის საჭირო ნაბიჯები. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ ბიზნესმენებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას". - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და სარკინიგზო სფეროებში თანამშრომლობა. 

კომენტარები