წყალმომარაგების შეზღუდვა

გლდანის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება

გლდანის, ნაძალადევის და ჩუღურეთის ნაწილს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე "წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ჩასატარებელ აუცილებელ სამუშაოებს" ასახელებს.. 

ხვალ, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში – ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18- 22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს;  XI მ/რ-ს I- IV კვარტალებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელის, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთისა და მიმდებარე ქუჩებს;

გლდანის რაიონში – გლდანის I-IV და „ა“ მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობისა და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს;

ჩუღურეთის რაიონში – ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიასა და ზაზიშვილის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებს კომპანია. 

კომენტარები