ქართული ოცნება

მდინარაძე: აქციის ორგანიზატორებს მოვიხსენიებდით ნაცმოძრაობად და არა მონაწილეებს

როცა აქციის ორგანიზატორებად და არა მონაწილეებად, რა თქმა უნდა, ეს გავმიჯნეთ აბსოლუტურად, მოვიხსენიებდით ნაცმოძრაობას და მის ახალგაზრდულ ფრთას, ეს დაადასტურა მათი ევროპელი ხუთი გამორჩეული და გამოკვეთულად რადიკალი ლობისტის ჩართვამ და მათმა მოწოდებებმა, იმგვარმა ჩარევამ ქვეყნის საქმიანობაში, რომ პრაქტკულად მთავრობის გადაყენების მოწოდებები ისმოდა.

ეს მხოლოდ დამაზიანებელია დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეს არის იმ გეგმის შემსრულებლების გამოსვლა და არა ქვეყნის მხარდაჭერების, რომელ გეგმაზეც ჩვენ მთელი წინა თვის განმავლობაში ვსაუბრობდით.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე - შინ ევროპისკენ.

კომენტარები