მინდა მოგმართოთ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები.
საქართველო-ევროკავშირი
ფოტიგა აქციის მონაწილეებს: წლებია ვიცი, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია
tbl.ge/61sk
დაკოპირდა

ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა ანა ფოტიგამ რუსთაველის გამზირზე აქციის წინ ევროპისკენ მონაწილეებს.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




