20 ივნისის პროტესტმა უბრალოდ გავრილოვი კი არ გააძევა ქვეყნიდან, არამედ დააფიქსირა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვათ ისტორიული შანსი და ვერ დავბრუნდეთ თავისუფალ ერთა ოჯახში, არ ვიყოთ თავისუფალი და ღირსეული და დაცული ქვეყანა და კვლავ შევეგუოთ პუტინის რუსეთის ბატონობას ჩვენზე, რომელიც მრავალი თაობის ცხოვრებას ჩვენს შემდეგ ჯოჯოხეთად აქცევს. სამწუხაროდ, 3 წლის თავზე, ის საფრთხე, რომელიც მაშინ, ამ პოზიციამ, დროებით მაინც გაანეიტრალა, ახლა არათუ გამქრალი არ არის, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და არამხოლოდ დღევანდელი დღე, მთელი ეს ისტორიული მონაკვეთი, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი - თავისუფლების არჩევანი, ღირსეულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების არჩევანი.
tbl.ge/61sh
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. რუსთაველის გამზირზე აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო.
ამავე თემაზე
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს
- კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს