საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: საქართველოში ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს

ეს პუნქტი [დეოლიგარქიზაცია] არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინასა და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი ნახსენები და ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა ბუნებრივია უნდა გაგრძელდეს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედთან. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზაცია შეიტანა.

კომენტარები