ნიდერლანდები

ნიდერლანდებში დააკავეს რუსი აგენტი, რომელიც ჰააგის სასამართლოში სტაჟირებას ცდილობდა

ნიდერლანდების გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, აღკვეთეს რუსეთის დაზვერვის ოფიცრისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟირებაზე წვდომა.

მათი ინფორმაციით, ჯაშუში მუშაობდა რუსეთის გენერალური სადაზვერვო სამმართველოსთვის (ГРУ). ჯაშუში იყენებდა ბრაზილიურ იდენტობას და ნიდერლანდებში ბრაზილიიდან ჩავიდა. ის უკან, ბრაზილიაში დააბრუნეს.

ჯაშუშს ჰქონდა ყალბი პირადი მონაცემები და საკუთარ თავს ბრაზილიის მოქალაქედ, 1989 წლის 4 აპრილს დაბადებულ ვიქტორ მულერ ფერეირად ასაღებდა. სინამდვილეში ის 1985 წლის 11 სექტემბერს დაბადებული სერგეი ჩერკასოვი იყო. AIVD-ის ინფორმაციით, სერგეი კარგად ფარავდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურთა თანამშრომლობის კვალს. 

ჯაშუშისგან მომავალი საფრთხე დიდად შეაფასეს. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს უკრაინაში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება. რუსი აგენტი სტაჟიორი რომ გამხდარიყო, მას ექნებოდა წვდომა ჰააგის სასამართლოს სახვადასხვა მასალებზე.

კომენტარები