რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ კომპანიებს იყენებს

დავით არახამია

ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია ამბობს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, კომპანიებსა და ა.შ." აქტიურად იყენებს. 

"თუ ხარ სანქცირებული რუსი პირი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას". – თქვა არახამიამ ვაშინგტონში ჩატარებულ გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.

მან ვაშინგტონს ამ სანქციების თავის არიდების გზის დახურვისთვის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

კომენტარები