საქართველოს მთავრობა

კაჭკაჭიშვილი TV იმედის კვლევაზე: ესაა ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა

"თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია"?

მივმართავ სტუდენტებს და ყველა მათ, ვისთვისაც ტრენინგები ჩამიტარებია კვლევის მეთოდებში: ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა კვლევაში.

ასეთი ფორმულირებით შეკითხვა არღვევს მინიმალურ სტანდარტებსაც კი: ა) არის მიმართულების მიმცემი (ანუ, შესაბამისი პასუხისკენ უბიძგებს რესპონდენტს) და ბ) არის ჰიპოთეტური შეკითხვა, რომელიც წარმოსახვით (ვირტუალურ) სინამდვილეს მიემართება.

@GORBI - უბრალოდ, გრცხვენოდეთ!

წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი TV იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე.

კომენტარები