უბედური შემთხვევა

გზების დეპარტამენტი: სოფელ კობთან გვირაბის მშენებლობისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

მუშა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ კობთან სათადარიგო გვირაბის მშენებლობისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.

"სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ცნობით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები