ბათუმი

ბათუმში, სავარაუდოდ, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს თავში დაეცა – ის მძიმედაა

კადრი ვიდეოდან / ბათუმელები

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს თავში დაეცა. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, ერთ-ერთი დაზიანება კეფის არეშია. ახალგაზრდა კაცი ხელოვნური სუნთვის აპარატზეა მიერთებული.

თვითმხილველები ამბობენ, გამოცემასთან საუბარში ამბიბენ, რომ ქვეითს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა.

დამატებითი დეტალების გასარკვევად ტაბულა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან დაკავშირებას ცდილობს, სადაც დაშავებულია გადაყვანილი.

კომენტარები