ნუ გვისაყვედურებს ნურავინ, ჩვენ გვაქვს უფლება, ისევე, როგორც ყველას, გვქონდეს ემოცია. დააფიქსიროს გულწრფელი ემოცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი თამაშის წესებით დაექვემდებაროს საკითხები გადაწყვეტას. ის სამართლიანობა, რაც აერთიანებს ევროპას, ევროპულ ღირებულებებს, საჭიროა, სწორედ ამ ფორმით იქნეს გადაწყვეტილი ჩვენთან მიმართებაში - ამეზეა საუბარი და არა ის, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ჩვენს ევროპულ არჩევანში.
tbl.ge/61ce
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს, 10 ივნისს, თქვა, რომ - "თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".
საქართველო-ევროკავშირიანრი ოხანაშვილიდიმიტრი ხუნდაძექართული ოცნებაევროკავშირიევროკავშირის კანდიდატის სტატუსი




