პეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ბედისწერად გვხვდა დაბრუნება და გამტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქედან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანათა გადაჭრაში, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა.
tbl.ge/61av
დაკოპირდა

თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე ომთან.
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




