საქართველო-ევროკავშირი

დეკანოიძე: ევროპარლამენტარებმა გვაჩვენეს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია

ევროპარლამენტში ჩვენმა მეგობრებმა და საქართველოს გულშემატკივრებმა საქართველოში საზოგადოებას და ევროპას აჩვენეს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია და რამხელა დარტყმას აყენებს საქართველოში დემოკრატიას არაფორმალური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა ის, რომ მთელი ევროპა, ევროკავშირი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიჯნაზე, როდესაც საქართველო ელოდება სტატუსს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროპარლამენტარები მსჯელობენ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე, რომ ნიკა გვარამია, რომელიც დაკავებულია ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქართული ოცნების პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო მისი გადაყვანა არის დიდი დაბრკოლება. ზუსტად იმიტომ რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს სცემენ და ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიის ფონზე, იყენებს ყველა რეპრესიულ ინსტიტუტს...

ევროპარლამენტმა ძალიან მალე უნდა იმსჯელოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე დაახლოებით ორ კვირაში. მათ ღიად მისცეს რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს და მეტ-ნაკლებად ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისკენ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ასევე, მედიის თავისუფლებისთვის ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ღიად თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში დარჩება ევროპის ღია კარის მიღმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. 8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დებატები გაიმართა. დღეს, 9 ივნისს კი საქართველოში მედიის თავისფულების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

კომენტარები