საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსაბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას.

რეზოლუციას მხარი 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 56-მა თავი შეიკავა, 12 კი წინააღმდეგი იყო. 

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით მომხდარ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს, რომ დევნილებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, აქვთ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება. აღნიშნულია დევნილთა საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის აუცილებლობაც.

კომენტარები