ნიკა გვარამიას საქმე

კალაძე: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის აზრით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რადგან მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა "ეს წარსულს ჩააბარა". ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ". - ამბობს კახა კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თბილისის მერი ომბუდსმენის განცხადებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, კალაძემ თქმა  - "არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე რატომ მეკითხებით? გვარამიას გარდა უამრავი პატიმარი ჰყავს საქართველოს".

დღეს, 8 ივნისს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გამოიყენოს უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

კომენტარები