ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტის ადვოკატები: შატოს წილის გაყიდვით ანჯელინა ჯოლის პიტისთვის ზიანის მიყენება სურდა

PA MEDIA

ანჯელინა ჯოლის საფრანგეთში მდებარე საერთო ვენახის ნაკვეთის წილის გაყიდვით, ყოფილი ქმრისთვის, ბრედ პიტისთვის "ზიანის მიყენება" სურდა. შესაბამის ცნობას დასავლური მედია სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თებერვალში ბრედ პიტმა ყოფილს ცოლს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე შატოს წილის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა. პიტმა და ჯოლიმ შატო ერთობლივად 2008 წელს შეიძინეს და 6 წელიწადში იქ ქორწილი გადაიხადეს.

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, პიტის თქმით, ჯოლის მიერ წილის რუსი ოლიგარქისთვის, იური შეფლერისთვის მიყიდვის გადაწყვეტილების გამო, მას პარტნიორობა უწევს "უცხო ადამიანთან, რომელსაც არაჯანსაღი კავშირები და მიზნები აქვს".

როგორც პიტი აღნიშავს, ის და ანჯელინა ჯოლი შეთანხმებულები იყვნენ, რომ საერთო ვენახის ნაკვეთის წილს ერთმანეთის ნებართვის გარეშე არ გაყიდდნენ.

დოკუმენტებში კი აღნიშნულია, რომ ჯოლიმ საკუთარი წილი ლუქსემბურგში მცხოვრებ ალკოჰოლის მწარმოებელ რუს ოლიგარქს, იური შეფლერს, პიტის გაფრთხილების და მასთან შეთანხმების გარეშე მიყიდა.

ამავე დოკუმენტებში ხაზგასმულია ისიც, რომ პიტის ადვოკატების თქმით, მისი მმართველობის დროს წლების განმავლობაში მსახიობის დაწყებული ბიზნესი გაიზარდა და წყვილს მილიონობით დოლარი მოუტანა, ჯოლის კი ამაში ფაქტობრივად არანაირი წვლილი მიუძღვის. მათივე თქმით, "წილის გაყიდვით ჯოლის პიტისთვის ზიანის მიყენება სურდა".

საქმესთან დაკავშირებით ანჯელინა ჯოლის ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები