გერმანია

გერმანიაში სუპერმარკეტში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ქალაქ შვალმშტადტში სუპერმარკეტში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კაცმა სასურსათო მაღაზიაში ჯერ ქალებს ესროლა შემდეგ კი, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი 58 წლის კაცისა და 53 წლის ქალის გარდა არავინ დაშავებულა.

შვალმშტადტი ფრანკფურტის ჩრდილოეთ მდებარე საშუალო ზომის ქალაქია, სადაც 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები