ალტ-ინფო

მდინარაძე: 5 ივლისი იყო ერთი ბოროტება, რაც ALT-INFO-სგან გვახსოვს – ენმ კვირაში ერთხელ სჩადიოდა

პირადად ჩემთვის ალტ-ინფო, მისი განწყობები და ნაცმოძრაობის ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთი და იმავე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით. საბოლოო ჯამში ისინი ვითომ პროდასავლური ეგიდის დეკლარირებით აკეთებენ რუსულ საქმეს, მეორე მხრივ, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ოღონდ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით. ეს განსხვავებაა მხოლოდ და მხოლოდ.

[...] ტოლობის ნიშანს კი არ ვსვამ, რომელი უფრო საშიში ძალაა, არ ვიცი. ნაცმოძრაობამ დაგვიმტკიცა რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა. ალტ-ინფოს მთლად იმდენი ბოროტება... 5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი, ზოგი ადმინისტრაციული და ზოგი სისხლის სამართლის წესით. 9 წლის განმავლობაში ასე სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, მინიმუმ, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. მე ხომ არ ვამბობ, რომ ის კარგია და ეს ცუდია. ორივე ცუდია, მაგრამ იმან შეძლო, რომ ქვეყნისთვის ეტკინა, ასობით სიცოცხლეს შეხებოდა.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები