ჩრდილოეთ კვიპროსი

კვიპროსის პრეზიდენტი: თურქეთს სეპარატისტულ ჩრდილოეთზე სრული კონტროლის დამყარება სურს

ნიკოს ანასტასიადესი

კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადესის თქმით, მისი ქვეყანა თურქეთის წინააღმდეგ გაეროში სარჩელს შეიტანს. მისი აზრით, "ანკარას კუნძულის სეპერატისტულ ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლის დამყარება სურს".

როგორც ანასტასიადესმა აღნიშნა, თურქეთის მიერ კვიპროსელი თურქების ახალი ფინანსური დახმარების შეთანხმება და ასევე, საჰაერო მიმოსვლაში შეტანილი ცვლილებები, იმის დემონსტრაციაა, რომ ანკარას კვიპროსის ჩრდილოეთში მცხოვრებ კვიპროსელ თურქებზე სრული კონტროლის დამყარება სურს.

გაეროსადმი მიწერილ წერილში ანასტასიადისი ამბობს, რომ ის ასევე გააპროტესტებს თურქრთის ნაბიჯს, კვიპროსელი თურქების ცენტრალური აეროპორტის შიდა ფრენის მარშრუტად დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც მას მისი თქმით, ფაქტობრივად თურქულ აეროპორტად აქცევს.

"გაეროში საჩივარს შევიტან აეროპორტთან გაკავშირებით, რომელიც არსებითად თურქულ აეროპორტად აღიქმევა და ითვლება. ასევე, [ფინანსრურ] პროტოკოლთან დაკავშირებით, რომელიც ცხადად დემონსტრირებს ანკარის სრულ კონტროლს კვიპროსელ თურქებზე". - თქვა ანასტასიადესმა.

თურქეთის ხელისუფლების თქმით, აეროპორტის შიდა ფრენის მარშრუტად დანიშვნის მიზანი თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსის მიმართულებით და პირიქით, ფრენების გაიაფებაა.

თავისმხრივ, კვიპროსელი თურქების ლიდერმა, ერსინ თათარმა ანასტასიადესის განცხადებები უარყო და "კვიპროსელი ბერძნების პროპაგანდად" მოიხსენია. სეპარატისტების ლიდერის თქმით, ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმებას კვიპროსელი თურქების ეკონომიკის აღსადგენად "დიდი მნიშვნელობა" ჰქონდა.

კვიპროსი ეთნიკურად დაყოფილი კუნძულია, რომელიც ჩრდილოეთში მცხოვრები უმცირესობის, კვიპროსელი თურქებისა და სამხრეთში მცხოვრები კვიპროსელი ბერძნებისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ კვიპროსელი თურქების დამოუკიდებლობას მხოლოდ თურქეთი აღიარებს.

კომენტარები