2022 წელს გარდაცვლილები

BON JOVI-ს დამფუძნებელი წევრი, ბასისტი ალეკ ჯონ საჩი გარდაიცვალა

ჯონ ბონ ჯოვი და ალეკ ჯონ საჩი
Consequence.net

70 წლის ასაკში ამერიკელი როკ მუსიკოსი, ჯგუფ Bon Jovi დამფუძნებელი წევრი, ალეკ ჯონ საჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბენდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"გუკნატკენები ვართ ალეკ ჯონ საჩის გარდაცვალებით, როგორც Bon Jovi-ს დამფუძნებელი წევრი, ის ბენდის ხერხემალი იყო".

პოპულარული როკ ბენდი 1983 წელს, ქალაქ ნიუ-ჯერსიში ჯონ ბონ ჯოვიმ, რიჩი სამბორამ, ალეკ ჯონ საჩმა, დევიდ ბრაიანმა და ტიკო ტორესმა დააფუძნეს. ბენდის პირველივე სიმღერა Runaway ჰიტად იქცა, საჩი ბენდის წევრი 1994 წლამდე იყო, მისი ადგილი ჰიუ მაკდონალდმა დაიკავა. 2018 წელს საჩი ბენდის სხვა წევრებთან ერთად როკ ენ როლის დიდების დარბაზში შევიდა.

კომენტარები