რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის არმია მკვლელობას შეწყვეტს, თუ მოსკოვში ერთი ადამიანი ბრძანებას გასცემს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ხალხის ხოცვა, თუ მოსკოვში ერთი კაცი ამის ბრძანებას გასცემს. მისი თქმით, ასეთი ბრძანების არარსებობა მთელ მსოფლიოს ამცირებს. 

"ეს გამოუსწორებელია, რადგან ომი უკვე მიმდინარეობს. თუმცა, მისი საშინელი შედეგების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება. რუსეთის არმია შეწყვეტს ეკლესიების დაწვას, ქალაქების განადგურებას, ბავშვების ხოცვას, თუ მოსკოვში ერთი ადამიანი ასეთ ბრძანებას გასცემს. და ის, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ასეთი ბრძანება, აშკარად მთელი მსოფლიოსთვის დამამცირებელია". - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, რომ უკრაინაში აფეთქებული და განადგურებული ეკლესიების, სკოლებისა და მემორიალების გამო რუსეთი იუნესკოს წევრი აღარ უნდა იყოს. მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 113 ეკლესია განადგურდა და დაზიანდა.

გუშინ, 3 ივნისს დონეცკის ოლქში რუსულმა სამხედრო ძალებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდის ლავრა დაბომბესეუთოს უკრაინული მისიის ცნობით, მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იმავე დღეს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის.

მანამდე, 31 მაისს უმაღლესმა რადამ რუსეთის გარიცხვის მოთხოვნით იუნესკოს მიმართა. ზელენსკის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მეტი ძეგლი, კულტურული და სოციალური სივრცე რუსეთმა გაანადგურა.

კომენტარები