რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა დონეცკში სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს

Yurii Kochevenko / Facebook

დონეცკის ოლქში რუსულმა სამხედრო ძალებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდის ლავრა დაბომბეს. ტაძრის მთავარ სალოცავს ცეცხლი უკიდია. ეუთოს უკრაინული მისიის ცნობით, მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

"რუსი ბარბაროსების კიდევ ერთი დანაშაული, რომელთათვისაც წმინდა არაფერია". – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის ოფიცერი, იური კოჩევენკო და ლავრის ხანძრის ფოტოს აქვეყნებს.

სვიატოჰირსკის ლავრა რამდენიმე საუკუნის წინ აშენდა. BBC-ის ცნობით, მონასტერი მდინარე სივერსკი დონეცის ნაპირას მდებარეობს, რომლის გადალახვაც უკრაინის არმიის ალყაში მოსაქცევად რუსულმა ჯარმა არაერთხელ სცადა.

კომენტარები