რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები კვლავ იპოვეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ოლქში კვლავ იპოვეს იმ უკრაინელების ცხედრები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა აწამეს და დახვრიტეს. 

უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ექსჰუმაცია ჩაუტარდა 1 300-ზე მეტ ცხედარს. ასევე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედრები მორგში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორასზე მეტი დაღუპულის ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. უკრაინაში რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულად მრავალმა ქვეყანამ შეაფასა. ერთ-ერთი უკრაინული ქალაქი, რომელშიც ყველაზე მეტი მოკლული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს, ბუჩაა - ოფიციალური პირების ცნოობით, ყოველი მესამე დაღუპული კიევის ოლქში ბუჩიდან არის. ქალაქში, ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი - ზუსტი რიცხვი უცნობია. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოკუპანტები მათ უსაფრთხო საევაკუაციო კორიდორებით მოქალაქეების გამოყვანის საშუალებას, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევენ - მსგავსი მდგომარეობა იყო ქალაქ მარიუპოლში, სადაც ოკუპანტებმა წინასწარ შეთანხმებული საევაკუაციო კორიდორი მრავალჯერ დაბომბეს, რის გამოც მოქალაქეების ქალაქიდან გამოყვანა გართულდა. 

კომენტარები