გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო ევროპული პარტია ALDE-ს წევრები გახდნენ

ქართული პარტიები, გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო პარტია ALDE-ს (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) სრულუფლებიან წევრებად აირჩიეს.

ALDE არის ევროპული პარტია, რომელშიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან.

მხარი ორივე ქართული პარტიის მიღებას ევროპული პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

ორი ქართული პარტიის გარდა, ALDE-ში მიიღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიაც - ხალხის სამსახურში.

კომენტარები